Home » მთავარი » საგანგებო ბრიფინგი თავდაცვის სამინისტროში

საგანგებო ბრიფინგი თავდაცვის სამინისტროში

გერმანულმა კომპანია “ლოვამ“ ოფიციალური წერილით დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებისთვის შეძენილი ფეხსაცმელი ნამდვილად მათ მიერაა წარმოებული. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ხაინდრავამ უწყებაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მოუწოდა მედიას, რომ მაქსიმალურად გადაამოწმონ თავდაცვის ძალებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და ნუ შეეცდებიან უარყოფითად წარმოაჩინონ ყველა ის სიკეთე, რაც ჯარისთვის კეთდება.

შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები თვის ბოლომდე სრულად იქნებიან უზრუნველყოფილი „ლოვას“ ბრენდის ბათინკებით. გიორგი ხაინდრავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესყიდული ფეხსაცმლის ფასი მნიშვნელოვნად დაბალია მათ საბაზრო ღირებულებაზე, რაც განპირობებულია თავდაცვის სამინისტროს წარმატებული მოლაპარაკებებით. მან მედიის წარმომადგენლებს ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციაც წარუდგინა.

მასტერ-სერჟანტმა გიორგი კილასონიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ხარისხის ფეხსაცმელი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს ჯერ არ ჰქონიათ და არცერთ სამხედროს ახალი ფეხსაცმლის ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს. მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საზოგადოების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და თავდაცვის ძალებთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაციის გავრცელება ჯარის ავტორიტეტს აზიანებს.

Facebook Comments
x

Check Also

ახალი გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა: „დღეს ვიწყებთ საგამოცდო ...