Home » მთავარი » ირღვევა საქართველოს კანონი! იმოქმედეთ!

ირღვევა საქართველოს კანონი! იმოქმედეთ!

“ერი და სახელმწიფოს” ლიდერი ზვიად ტომარაძე პარლამენტის მეცნიერების, განათლების და კულტურის თავმჯდომარეს გენადი მარგველაშვილს საჯაროდ მიმართავს:

-ბ–ნო გენადი,
მოგახსენებთ, რომ დუშეთის რაიონში სოფელ ნაღვარევის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩინური კომპანიის მიერ მიმდინარეობს უნებართვო მშენებლობა.

ნაღვარევის ეკლესია მე–13 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სადაც 300 არაგველმა კრწანისის ბრძოლის წინ ფიცი დადო. გარდა უნებართვო მშენებლობისა, ასევე ირღვევა საქართველოს კანონი! ვინაიდან ტაძარსა და მშენებლობას შორის მანძილი მაქსიმუმ 70 მეტრია, საქართველოს “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონის 36–ე მუხლის მიხედვით კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის 300 მეტრის რადიუსში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც დააზიანებს ან დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს ან გააუარესებს მის აღქმას ან გამოყენებას, დააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას.

როგორც პარლამენტის მეცნიერების, განათლების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ ჩაერთოთ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად და მიიღოთ ყველა აუცილებელი ზომა საქართველოს კანონის შესასრულებლად.

Facebook Comments
x

Check Also

ნათია თურნავა – არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად

არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად, ისევე ...