პრემიერი ფერმერებს ხვდება.
-ხშირად ჯანიანი ბიჭების წუწუნი მესმის, არ არის ტურისტი, მოგვეხმარეთ, არადა თუ აქვთ სურვილი, ყველაფერს გაკეთებენ, მარტო ტურისტებს რომ ელოდებიან.
საქმის გაკეთება ვისაც უნდა, ყველაფერს გააკეთებს წუწუნის და გადაბრალებების გარეშე. კი, რთული პერიოდია, რთულია ადამიანებს აუხსნა ეპიდემია რომ დიდი რისკია, მაგრამ ჩვენი მუშაობით შედეგი გვაქვს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავიცვათ წესები და უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება ეკონომიკა გავაძლიეროთ.
სოფლის მეურნეობის წინსვლა ერთბაშად ვერ მოხდება, წინსვლისკენ ნელ-ნელა უნდა წავიდეთ, სოფლის მეურნეობას ნამდვილად სჭირდება დახმარება, მესმის, რომ კიდევ მეტია საჭირო, მაგრამ მთავრობა ნამდვილად კარგად და სწორად მუშაობს ამ მხრივ-განაცხადა გიორგი გახარიამ.