Home » მთავარი » ,დარჩი კრეატიული’’-თვითიზოლაციის დროს დაწყებული პროექტი წარმატებით დასრულდა

,დარჩი კრეატიული’’-თვითიზოლაციის დროს დაწყებული პროექტი წარმატებით დასრულდა

თბილისის საკრებულოს  განათლებისა და კულტურის კომისიის პროექტი – ,,დარჩი კრეატიული“ – დასრულდა და საკმაოდ წარმატებით. პროექტზე სასაუბროდ კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ტალიაშვილს დავუკავშირდით.

-,დარჩი კრეატიული’’ წარმოადგენს თვითიზოლაციის პირობებში შექმნილი ნამუშევრების ვირტუალურ FB გალერეას.

🔸ამ გალერეას სხვაგვარად ონლაინ კულტურულ ჰაბად მოიხსენიებდნენ, რომელიც ხელოვანი ადამიანებისთვის სოციალური დისტანცირების პირობებში ახალი შემოქმედებითი პროექტების განხორციელების მოტივაციად იქცა.

🔸27 მარტს, პროექტის დაწყებიდან, ,,დარჩი კრეატიული’’-ს ონლაინ გალერეაში სახვითი და ფოტოხელოვნების 70-მდე ნამუშევარი განთავსდა, მნახველთა რაოდენობამ კი 62 000-ს მიაღწია.

🔸ავტორებთან ერთად, ჩვენი სურვილია, Covid-19 შეზღუდვების დასრულების შემდეგ ,,დარჩი კრეატიული’’-ს ვირტუალური გალერეა თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში რეალურ გამოფენად ვაქციოთ.

🔸განსაკუთრებული მადლობა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს ამ მნიშვნელოვანი, კულტურულ-შემოქმედებითი და საზოგადოებრივი პროექტის მხარდაჭერისთვის-გვითხრა თამარ ტალიაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

ნათია თურნავა – არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად

არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად, ისევე ...