Home » მთავარი » ავტობუსებში მგზავრთა გადაჭარბებული რაოდენობა შეინიშნება – ახალი გადაწყვეტილება

ავტობუსებში მგზავრთა გადაჭარბებული რაოდენობა შეინიშნება – ახალი გადაწყვეტილება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პიკის საათებში ავტობუსებში მგზავრთა გადაჭარბებული რაოდენობა შეინიშნება, რის გამოც დედაქალაქის მერია ორშაბათს ახალ გადაწყვეტილებას გააცნობს საზოგადოებას. კალაძის თქმით, მერია უკვე მუშაობს ამ საკითხზე.

“როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდები, სასიამოვნო არ არის პირბადით გამოყენება, მაგრამ ეს აუცილებელია იმისათვის, რომ თითოეულმა ადამიანმა, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, პირველ რიგში საკუთარი ჯანმრთელობა დაიცვას.

ჩვენ შევძელით, რომ ქვეყანაში მოვლენები არ განვითარდა ისე, როგორც ევროპის სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში, ეს მოვახერხეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დამარცხებულია. ავტობუსებში შეიმჩნევა ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა, ამასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს მუშაობა და ორშაბათს გაგაცნობთ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა კალაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

“დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს სორის სამხედრო დაპირისპირებათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით ...