Home » ემიგრანტები » 20 ივნისი ერთი წლის შემდეგ გაიხსენეს მსოფლიოს პოლიტიკურ დედაქალაქშიც

20 ივნისი ერთი წლის შემდეგ გაიხსენეს მსოფლიოს პოლიტიკურ დედაქალაქშიც

2019 წლის 20 ივნისს, თბილისში განვითარებული მოვლენები, ერთი წლის შემდეგ გაიხსენეს მსოფლიოს პოლიტიკურ დედაქალაქშიც.

ბრიუსელში, ევროპარლამენტის წინ ქართველმა ემიგრანტებმა მდუმარე აქცია გამართეს, რითაც ხელისუფლების მხრიდან, 20 ივნისის აქციაზე დაშავებულ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

“იმ ღამით მეც ვიყავი რუსთაველის გამზირზე… სიტუაცია რომ დაიძაბა, მეგობრების ძებნა დავიწყე, ზოგს ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ზოგი არ მპასუხობდა. მათ მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდი, თან ფრთხილად ვაკეთებდი ამას, გზად პოლიცია რომ არ შემფეთებოდა, უკვე ვიცოდი რომ სკვერებში და ჩიხებში დადევდნენ ახალგაზრდებს. ზოგიერთი სცემეს, ზოგიერთი დააკავეს, ასეთი დღე არ უნდა განმეორდეს, ეს ქვეყნის სირცხილია ” – აცხადებს ქალაქ გენტში მცხოვრები, 25 წლის მიხეილ კვარაცხელია, რომელიც ამჟამად თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით, ბელგიის სამეფოში იმყოფება.

-“20 ივნისს მეც დავშავდი, თუმცა სახელმწიფო დაზარალებულის სტატუსს არ მაძლევს. მარცხენა ფეხის ზედა არეში ექვს ადგილას მაქვს ნაიარევი”.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი”-ს ინიციატივით ( უჩა ნანუაშვილის ხელმძღვანელობით ), საქმე სტრასბურგმა წარმოებაში მიიღო. ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ მომილოცა პირველი ეტაპის წარმატებით გავლა, და ჩემთან ერთად კიდევ ორი ჟურნალისტის და სხვა ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლას აგრძელებს, რომლებმაც იმ ავბედით ღამეს, პრაქტიკულად სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში. ჩვენ არანაირი სახელმწიფო გადატრიალება არ გვქონდა დაგეგმილი, მიმდინარე მოვლენებს თქვენი გამოცემისთვის და რამდენიმე ფეისბუქ გვერდისთვის ვაშუქებდი. საზოგადოებამ, იმ ღამით დაზარალებულებმა, ეს საქმე ურეაქციოდ არ უნდა დავტოვოთ” – განაცხადა, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით, ქვეყნიდან წასულმა  ჟურნალისტმა და სამოქალაქო აქტივისტმა, ზაზა სვანაძემ.

რედაქციის მინაწერი: ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ზუსტად ერთი წლის წინათ, თბილისში განვითარებული მოვლენები, სადაც სხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად, ჩვენმა კოლეგებმა დაზიანებები მიიღეს, იმსახურებს ცალსახა შეფასებას – 2019 წლის 20 ივნისს, პოლიცია მედიასაც დაუნდობლად გაუსწორდა. შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ რომ მსოფლიო საზოგადოება, სტრასბურგის სასამართლო, ამ ფაქტების ერთობლიობას, შესაბამისს სამართლებრივ შეფასებას მისცემს.

Facebook Comments
x

Check Also

“დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს სორის სამხედრო დაპირისპირებათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით ...