Home » მთავარი » აზარტული თამაშების რეგულირებაზე

აზარტული თამაშების რეგულირებაზე

გიორგი ვოლსკი  აზარტული თამაშების რეგულირებაზე:  ჩამოყალიბებულია კანონპროექტი, სადაც ყველას წინადადებები გათვალისწინებულია

 „ჩამოყალიბებულია კანონპროექტი, არის მიდგომები, სწორი ხედვა. ყველასთვის მისაღებია და მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნიდან უკონტროლოდ გაედინება ვალუტა, თანხა და არა არის კონტროლი საგადასახადო სისტემაზე. ეს მოგვარდა და მეორე, სოციალური ნაწილია, რომელიც უნდა მოგვარდეს. მზად არის ყველაფერი, დევს. ამიტომ, მუშაობაა საჭირო და მუშაობას ვერ შეცვლის ეს ემოციური განცხადებები, რომელიც თითქოს რაღაც პოლიტიკურ სპეკულაციაში გადადის“,-ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს.

გიორგი ვოლსკის განცხადებით,  საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, არსებობს მთავრობასთან საკონსულტაციო ჯგუფი და მზადაა დოკუმენტი, სადაც ყველას წინადადებები გათვალისწინებულია.

„ამ თემას აქვს ორი ნაწილი – ერთი არის საბიუჯეტო ზედამხედველობა და კონტროლი და შეიძლება მომავალში გატანაზე და ლოკაციის შეცვლაზე ვისაუბროთ.  რეკლამა არც მე არ მომწონს – შემოდიხართ და საქართველო, ასეთი დიდი კულტურის, დიდი წარსულის არაჩვეულებრივი გარემოს და ხალხის ქვეყანა წარმოდგენილია, როგორც გემბლინგის ადგილი, მაგრამ, ეს ყველაფერი წერია კანონპროექტში და ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარე აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას.  არ არის ისე, რომ აიღო და ჩაკეტო. ჩაკეტავ და გადავა იატაკქვეშ და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება, ისე როგორც იატაკქვეშ გადავიდა ამერიკაში თავის დროზე ალკოჰოლის გაყიდვა და მაფიოზური სისტემა ჩამოყალიბდა. ფრთხილად უნდა ყველაფერს მიდგომა, როგორ შეიძლება ყველაფერზე ასეთი განცხადებების გაკეთება და კიდევ მიანიშნო და ხალხი გააღიზიანო, რომ ვითომ ამის ინტერესი ვინმეს გააჩნდეს. ამ საკითხზე ვმუშაობთ,  შექმნილია სამუშაო ჯგუფი, არსებობს მთავრობასთან საკონსულტაციო ჯგუფი. ჯგუფის არსებობა თავისთავად არაფერია, თუ დოკუმენტი არ დევს. დოკუმენტიც დევს, ყველას წინადადებები გათვალისწინებულია. რეგულირებაა საჭირო, ისეთი თემის, რომელსაც როგორც კი ჩაჭრი, გადავა ისეთ სუბსტანციაში, რომელსაც ვეღარც ჩაჭრი და იქეთ შეიძლება ხელი მოგაჭრას თუ თავი არა“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

Facebook Comments
x

Check Also

“ლელო საქართველოსთვის” კახეთის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” კახეთის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს.  რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ვსილ კობიაშვილმა 4 თანამოაზრესთან ...