Home » მთავარი » “ჩვენ ბარიკადებზე ვითხოვდით ამოშანთულიყო მაჟორიტარული სისტემა…”

“ჩვენ ბარიკადებზე ვითხოვდით ამოშანთულიყო მაჟორიტარული სისტემა…”

“შალვა ნათელაშვილის სარაიაში შეკრებილი ე.წ. ოპოზიცია იბრალებს, ჩვენი დამსახურებაა, რომ ნახევრად პროპორციული საარჩევნო სისტემა მივიღეთო, არადა, მეორე მოსმენაზე გაირკვა, თურმე, მათი ხმები სულაც არ ყოფილა საჭირო”, – ამის შესახებ “მემარცხენე ალიანსის” ერთერთმა ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა განაცხადა.

შატბერაშვილი მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს გამოეხმაურა.
„ცვლილება მოხდა ახლა, ისიც – ნაწილობრივ , ისიც – უცხოელი ელჩების ჩარევთ და ეს საქართველოს მოსახლეობაში ძალიან ცუდად ჩანს. აღიქმება ისე, თითქოს, ჩვენ არ ვართ რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენივე ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებებისათვის გვჭირდება უცხოელების დახმარება, ჩარევა და მითითება. ამას მოწმობს ბოლოდროინდელი მოვლენებიც. თითქოს, შეცვალა „ევროპულმა საქართველომ“ თავისი გადაწყვეტილება, კი არ შეცვალა, შეაცვლევინეს, თითი დაუქნიეს.

რაც ეხება „ქართულ ოცნებას“ – თავიდანვე ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, ვგულისხმობ კოჰაბიტაციას. ჩვენ და ჩვენი ბევრი თანამოაზრე „ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს “ტერორისტულ ორგანიზაციას”. მინდა, გაგახსენოთ, რომ ირაკლი კობახიძემაც კი ერთხელ “ტერორისტული ორგანიზაცია” უწოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ . თუ პროდასავლელები ვართ, რატომ არ ვექცევით ტერორისტულ ორგანიზაციას ისე, როგორც აშშ ტერორისტებს ექცევა? აშშ არ თანამშრომლობს ტერორისტებთან. დასჭირდათ ტერორისტებთან თანამშრომლობა, კოჰაბიტაცია და ახლა რა გამოდის – ნათელაშვილის სარაიაში შეკრებილი ე.წ. ოპოზიცია იბრალებს, ჩვენი დამსახურებაა, რომ ნახევრად პროპორციული სისტემა მივიღეთო, მეორე მოსმენაზე გაირკვა, რომ, თურმე, მათი ხმები სულაც არ ყოფილა საჭირო. „ოცნებას“ შეეძლო ეს დამოუკიდებლად. ახლაც შეუძლია, მესამე მოსმენითაც დამოუკიდებლად მიიღოს ცვლილებები ისე, რომ ამ საქმეში „ევროპული საქართველოსა“ და „ნაცების“ გარევა საერთოდ არ იყოს საჭირო.

მე საქართველოს ვულოცავ ორი მოსმენით ამ კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას და რატომ – არეულობის ნაკლები საბაბი ექნება ე.წ. ოპოზიციას. საბაბი, თორემ მიზეზი ერთია – არეულობის მოწყობა. ამას არც მალავენ გაიხსენეთ კაკო ბობოხიძის გუშინდელი გამოსვლა – გვინდა, ჩავარდეს ეს პროექტიო. ყველამ ვიცით ეს, უნდათ, რომ ჩავარდეს, რომ მერე დაიწყოს არეულობა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი მიზანი აქვს – ხელისუფლებაში არეულობის გზით მობრუნდეს. არჩევნებითა და საარჩევნო ყუთით ისინი არც არასდროს მოსულან და ვერც ვერასდროს მოვლენ.
ასე რომ, ჩვენი პოზიცია ასეთია, მოხდა კარგი ამბავი. ძალიან კარგი ამბავი არ მომხდარა – ძალიან კარგი იქნებოდა მთლიანად პროპორციულზე გადასვლა ბუნებრივი ბარიერით, რაც იყო დაპირება ერთი წლის წინ“, – განაცხადა შატბერაშვილმა.
მან პარტიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.

„ვეძებთ სერიოზულ პარტნიორს, ის უნდა იყოს ჩვენი თანამოაზრე, ისეთი კი არა, ნათელაშვილთან რომ არიან შეკრებილები და რაღაც მომენტში ერთმანეთს კოცნიან, ხელჩაკიდებულები არიან, რაღაც ყალბა ერთობას უჩვენებენ, შემდეგ გამოვლენ და დაერევიან ერთმანეთს, როგორც მოხდა“, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

წყარო – kvira.ge

Facebook Comments
x

Check Also

ახალი გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა: „დღეს ვიწყებთ საგამოცდო ...