Home » თქვენი სათქმელი » მინდა მივმართო მოზარდებს, გაიზრდებით, გააანალიზებთ და მიხვდებით, რომ მართალი ვარ!

მინდა მივმართო მოზარდებს, გაიზრდებით, გააანალიზებთ და მიხვდებით, რომ მართალი ვარ!

ლექსო სვიმონიშვილი

-უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც მოზარდის სიცოცხლე წყდება ნაადრევად, სხვისი ზემოქმედებით…

ეს რა თქმა უნდა ერის ტრაგედიაა და ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ახლა მსურს თქვენი ყურადღება სხვა რამეზე გავამახვილო. გამოძიებისას ყოველთვის პრობლემატურია არასრულწლოვანთა და მოზარდთა მხრიდან პოლიციასთან თანამშრომლობის სურვილის არ არსებობის საკითხი, ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვა და სხვა მოსაზრებები არსებობს, მოზარდის ფსიქიკა, სტრესი რომელსაც მოწმე განიცდის დანაშაულის შესწრებისას და ა.შ. თუმცა მიმაჩნია რომ პრობლემა სულ სხვაა, რასაც ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გაგაცნობთ. ამ ყველაფერში დამნაშავენი არიან ის მამები, ბიძები, ნათესავები, უბნელები, ქუჩის „ავტორიტეტები“, რომლებიც მოზარდს მცირე ასაკიდან ჩასჩიჩინებენ, რომ პირი, რომელიც სამართალდამცავ უწყებასთან ითანამშრომლებს „ბოზია“!!! ამ უგუნური „ჭეშმარიტებით“ ავსებული ბავშვიც ექცევა წინა თაობის მანკიერი აზროვნების გავლენის ქვეშ და აუღელვებლად აფარებს ხელს მკვლელს!

მინდა მივმართო იმ „აღმზრდელებს“, რომლებიც თავიანთი მახინჯი აზროვნების გამო ხელს უშლიან სამართლიანობის აღდგენას, ანგრევენ მოწმის ცხოვრებას (მერწმუნეთ საშინელი ტრავმაა, როდესაც შენი ქმედებით თუ უმოქმედობით მკვლელი დაუსჯელი რჩება) და უსამართლობის განცდის გამო, სამუდამო ტანჯვისთვის წირავენ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენ, სწორედ თქვენ ხართ ყველაზე დიდი დამნაშავეები უამრავი ადამიანის ცხოვების დანგრევაში, ყველაზე დიდი „ბოზებიც“ თქვენ ხართ, ვინც ბავშვებით მანიპულირებთ და თქვენს არასრულფასოვნების კომპლექსს მოზარდთა გაუბედურებით თრგუნავთ!!!

მინდა მივმართო მოზარდებს, რომლებიც შესაძლოა ოდესმე აღმოჩნდნენ მოწმის ამპლუაში, ბავშვებო, მეგობრებო, ახალგაზრდებო, მერწმუნეთ სამართლიანობის აღსადგენად სამართალდამცავებთან თანამშრომლობა არ არის სირცხვილი, „გრეხი“ და არც „ბოზობა“!!! და თუ ვინმე ეცდება თქვენს გადაწყვეტილებაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს, გახსოვდეთ რომ სწორედ ე.წ. „ქუჩის ავტორიტეტების“ უმეტესი ნაწილი არის პირველი „ჩამშვებები“ და „ნასედკა“!!!

გაიზრდებით, ბევრ რამეს ნახავთ, გააანალიზებთ და მიხვდებით რომ მართალი ვარ! ხშირ შემთხვევაში, სიჩუმე თანამონაწილეობის ტოლფასია და გახსოვდეთ, რამდენჯერაც მკვლელს დააფარებთ ხელს, ავტომატურად ხდებით მკვლელობის თანამონაწილე და გიღირთ მთელი ცხოვრება მკვლელის ტვირთის ტარება??!

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...