Home » მთავარი » რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად

რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად

გიორგი გახარიას წლიური ანგარიში პარლამენტში.

„დღეს საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაციაც. რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად და დღეს, ჩვენ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20 პროცენტზე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნის მიწის ან ტერიტორიის შეზღუდვა, ეს არის ყველა სფეროს, პირველ რიგში, ადამიანის რესურსების თვალსაზრისით ჩვენ ვართ შეზღუდული 20 პროცენტით, ჩვენი ეკონომიკაა შეზღუდული კიდევ უფრო მეტად და ეს არის უკიდურესად მნიშვნელვანი, რომ ყველამ ერთად გავიზიაროთ.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახროციელებელი სახელმწიფო დღეს უაღრესად პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის ფუნდამენტურ უფლების დარღვევაზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ – განაცხადა პრემიერმა.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...