Home » მთავარი » გორში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაარბიეს (ვიდეო)

გორში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაარბიეს (ვიდეო)

გორში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაარბიეს. თვითმხილველების განცხადებით, დაახლოებით 50 წლის მამაკაცმა დილით ქვები დაუშინა ოფისის შუშებს და ჩალეწა.

საკრებულოს წევრის ვასილისა ჯაბახიძის განცხადებით, მთლიანად დარბეულია ოფისის შიდა პერიმეტრიც. დამტვრეულია ტექნიკა და რბილი ავეჯი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში დ. გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...