Home » ემიგრანტები » ერთადერთი ქართველი ქალი ნიუ-იორკის მერიაში და საქველმოქმედო აქცია

ერთადერთი ქართველი ქალი ნიუ-იორკის მერიაში და საქველმოქმედო აქცია

მოამზადა რუსა გვაზავამ

დიანა ბაგრატიონი, ერთადერთი ქართველი ქალბატონია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში,ნიუ-იორკის მერიაში მუშაობს, კერძოდ -კულტურის განყოფილებაში.

ამას გარდა,იგი უკვე ათეულობით წლებია „დიანა ბაგრატიონი“-ს საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს.

     ფონდს აქვს თავისი განყოფილება გახსნილი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც ფონდი აქტიურად ეხმარება სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს.

    ბაგრატიონის ფონდი ასევე აქტიურად დაეხმარა იტალიაში, კორონავირუსიის პანდემიის დროს დარჩენილ ქართველებს.

მუშაობს რა, შტატებში,ნიუ-იორკის მერიის-კულტურის განყოფილებაში, დიანა ბაგრატიონი, პროდიუსერულ საქმიანობასაც აქტიურად ეწევა, მის მეუღლესთან ერთად და არის არაერთი  ცნობილი მომღერლის პროდიუსერი და საქველმოქმედო საღამოების ორგანიზატორი.

ამჯერად, ამერიკაში,რასიზმის წინააღმდეგ ცნობილი მოვლენების და საპროტესტო გამოსვლების ფონზე , დიანა ბაგრატიონის ფონდის ინიციატივით გაიმართა მასშტაბური საქველმოქმედო აქცია,რომელიც სხვადასხვა კულტურისა და  ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების დახმარებას ისახავდა მიზნად.

ნიუ-იორკის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზებით,დიანა ბაგრატიონის ფონდის ინიციატივით  და  „ბრუკლინ ბორის“ პრეზიდენტ, ერიკ ადამსის, მხარდაჭერით, და თანამშრომლობით გამარათული საქველმოქმედო აქცია,  შემდეგი სიტყვებით დაიწყო:

 „ მოხარული ვართ, გადმოგცეთ,  საჭმელი- ნიღბები და სხვა პირველადი მოხმარების საგნები.

ჩვენ ასევე შევიკრიბეთ აქ, რათა გავჟღეროთ მესიჯი, რომ ყველა კულტურა უნდა იყოს ერთიანი, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, არ გვძულდეს ერთმანეთი,არამედ, ვიყოთ მეგობრული, და რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთის მოკვლა და განადგურება“, წარმოთქვა მისასალმებელ სიტყვაში დიანა ბაგრატიონმა.

ხოლო ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის, პაკისტანელმა ხელმძღვანელმა, ქალბატონმა, კი განაცხადა , რომ :„ მე აქ მოვედი, რათა მეჩვენებინა ჩემი სოლიდარობა, სხვადასხვა კულტურის ადამიანების მიმართ. ასე, რომ ჩვენ აქ ძალიან ძლიერმა მესიჯმა გაგვაერთიანა.  ჩვენ ვართ აქ იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამერიკაში,სადაც, ყველგან ერთანაირი სამუშაო პირობებია. სადაც, არავინ არავისზე მეტი არ არის,  არა აქვს მნიშვნელობა საიდან ხარ პაკისტანიდან თუ სხვა ქვეყნიდან, რომელ კულტურას, რომელ რელიგიას ეკუთვნი, იმიტომ, რომ ეს ამერიკაა“,-თქვა პაკისტანელმა ქალბატონმა.

ხოლო რაც შეეხება, საქველმოქმედო აქციის ინიციატორ,  ქართველ  ქალბატონს, დიანა ბაგრატიონს,  მან განაცხადა, რომ:“ მე ვარ პრეზიდენტი „დიანა ბაგრატიონის საქველმოქმედო ფონდისა“ და მე მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, რომ ამ ადამიანებს მოუტანეს, კორონავირუსთან საბრძოლველად ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ატრიბუტი ნიღბები და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტი. ასევე  ნიუ-იორკის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკონსულტაციო საბჭოს   და  „ბრუკლინ ბორის“ პრეზიდენტ ერიკ ადამსს“, -აღნიშნა  დიანა ბაგრატიონმა.

Facebook Comments
x

Check Also

„საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანაა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს”

ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს – ...