Home » მთავარი » სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა

სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა

სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგაგიორგი გახარია

სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას.

„ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა – დაწყებული ანაზღაურების გაზრდიდან სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესებამდე, ნატოს სტანდარტების შესაბამისი უნიფორმითა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებით, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს ყოველდღიური ცხოვრების, ვარჯიშისა და შრომის შესაძლებლობას აძლევს ღირსეულ პირობებში.

ამისთვის სამინისტრო დღეს სერიოზულ აქტივობებს ატარებს და, რა თქმა უნდა, ტექნიკური გადაიარაღება, რაც ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარის ეფექტიანობის გაზრდისთვის, რომელშიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან“, – განაცხადა პრემიერმა

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...