Home » მთავარი » მეოთხე თვეა შემოსავლის გარეშე ვართ, მოვითხოვთ სპორტდარბაზების გახსნას

მეოთხე თვეა შემოსავლის გარეშე ვართ, მოვითხოვთ სპორტდარბაზების გახსნას

სპორტდარბაზების გახსნის მოთხოვნით დედაქალაქის მთავარ გამზირზე მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან გადაინაცვლეს.

მათი განცხადებით, მეოთხე თვეა შემოსავლის გარეშე არიან. მწვრთნელების თქმით, ორშაბათს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს და ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ, იმსჯელეს რეკომენდაციებზე, მაგრამ შეთანხმება ვერ მოხერხდა და დღემდე პასუხს ელოდებიან.

მწვრთნელებს ხელისუფლებასთან ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ – რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას საქართველოს მასშტაბით ყველა სპორტდარბაზი, 5 კვადრატულ მეტრზე 1 ადამიანის დაშვებით.

 

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...