Home » მთავარი » ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობისთვის გელა გელაშვილი იბრძოლებს

ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობისთვის გელა გელაშვილი იბრძოლებს

,,ლელო საქართველოსთვის“ კახეთის რეგიონული საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გელა გელაშვილი იქნება. ის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ახმეტა-თელავი-ყვარელი- ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებისთვის თავის გუნდთან ერთად იბრძოლებს.

“ვიცი, რომ ის დიდი პოლიტიკური გამოცდილება, რაც ამ პარტიის წევრებს აქვთ, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების სწორად განვითარებას შეუწყობს ხელს.
მეც მივიღე გამოწვევა, რომ ერთად უნდა მოვახერხოთ და შევცვალოთ ეს ხელისუფლება. ამასთან ერთად დავიწყოთ ახალი ძალით უკეთესი ქვეყნის მშენებლობა. დარწმუნებული ვარ, ამას ყველა ერთად მოვახერხებთ“, – აღნიშნა გელა გელაშვილმა.

გელაშვილი 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე თელავი-ყვარელის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატი იყო “ეროვნული ფორუმიდან”,  2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კი თელავში მერის თანამდებობაზე იყრიდა კენჭს “შენების მოძრაობიდან”.

Facebook Comments
x

Check Also

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

საქარველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დღეის მონაცემებით კი, საერთო ჯამში უკვე ...