Home » მთავარი » 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 250 ლარი ხდება

1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 250 ლარი ხდება

საქართველოს მთავრობა

1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 250 ლარი ხდება (ზრდა +30 ლარი), ისარგებლებს დაახლოებით 410 ათასზე მეტი პენსიონერი.

 მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი პენსია 300 ლარი იქნება, გამომდინარე იქედან, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მთაში მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20%-ის ოდენობით.

 2021 წლის იანვრიდან, იგეგმება პენსიების ინდექსაციის წესის შემოღება რომლის მიხედვით:

► ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, ანუ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე;

► 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%, ანუ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი;

► მიუხედავად ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარზე ნაკლები.

Facebook Comments
x

Check Also

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

საქარველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დღეის მონაცემებით კი, საერთო ჯამში უკვე ...