Home » ემიგრანტები » 30 წელი ემიგრაციაში და წალენჯიხელების მადლობა ბადრი ზარქუას

30 წელი ემიგრაციაში და წალენჯიხელების მადლობა ბადრი ზარქუას

30 წელია ბადრი ზარქუა გერმანიაში მოღვაწეობს, წარმოშობით წალენჯიხელი ამ წლების მანძილზეც არ ივიწყებს მშობლიურ ხალხს და ცდილობს შეძლებისდაგვარად გვერდით დაუდგეს.

სწორედ ასე დაეხმარა ახალგაზრდა ლევან კვარაცხელიას და სიცოცხლე შეუნარჩუნა.

აი, რას წერს წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა მებონია.

წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა მებონია, სკოლის პედკოლექტივთან ერთად, მადლობას უხდის ამავე სკოლის საამაყო კურსდამათავრებულს, რაიონის ღირსეულ შვილს, მისაბაძ მამულიშვილს ბადრი ზარქუას, იმ დიდი ქველმოქმედებისა და ყურადღებისათვის, რომელსაც იჩენს ჩვენი სკოლის მასწავლებლის მაყვალა ბუკიას შვილის, ლევან კვარაცხელიას მიმართ, რომელიც გერმანიაში უმძიმეს ავადმყოფობას ებრძვის. თქვენ რომ არა ბატონო ბადრი, ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. დიდი მადლობა თქვენ, უფალი გფარავდეთ!

Facebook Comments
x

Check Also

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

საქარველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დღეის მონაცემებით კი, საერთო ჯამში უკვე ...