Home » ეკონომიკა » პრობლემა ვიცით ყველამ, ახლა მოქმედებებისა და მუშა მიდგომების დროა…

პრობლემა ვიცით ყველამ, ახლა მოქმედებებისა და მუშა მიდგომების დროა…

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი

პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტის წინაშე გამოსვლებით დასტურდება, რომ ხელისუფლებისთვის ცხადია ყველა ძირითადი პრობლემა, ნათელია გამოწვევების სრული სურათი,  მკაფიოდ აღქმულია ყველა რისკი. პრობლემების სპექტრი ნათელია ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვისაც. თუმცა, ეკონომიკური პრობლემების დაძლევის  მიმართულებით ქმედითი გეგმა და კრიზისის დაძლევის რეცეპტი არავის აქვს, მხოლოდ გაურკვევლობა და პასუხების ძიებაა.

მდგომარეობას ამძიმებს ეკონომიკური პოლიტიკის სუსტი ეფექტები, შენელებული პოლიტიკური ცვლილებები, ინოვაციების დეფიციტი, გაურკვევლობის ტალღები და ეკონომიკური დარტყმების შემცირების არაეფექტიანი ღონისძიებები.

რატომ აღმოჩნდა კრიზისის გამო რთულ სიტუაციაში სახელმწიფო ? იმიტომ, რომ ამ მასშტაბის გამოწვევების გასამკლავებლად პოლიტიკური გარემო მზად არ აღმოჩნდა.

არსებულ რეალობაში კი ძირითადი აქცენტები კეთდება  მეთოდოლოგიური და ტექნიკური ხასიათის მიდგომებზე. ყურადღება მახვილდება საგადასახადო, საკრედიტო, საგარანტიო და საპროცენტო სქემებზე. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ ღონისძიებებს ეფექტი ჰქონდა პანდემიამდე. სამწუხაროდ, ეკონომიკურ პრობლემებთან ბრძოლის ტექნიკა ჰგავს „ხმლით ბრძოლას“, მაშინ როდესაც თანამედროვე პოლიტიკა ტექნოლოგიებს ეყრდნობა, რათქმაუნდა ძლიერი პოლიტიკური სუბიექტების ხელში.

ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ კრიზისი პოლიტიკური ცვლილებების შესაძლებლობისაა, ხოლო პოლიტიკური ცვლილებები კი ეკონომიკური პროგრესის საფუძველია. ცვლილებების ნაყოფი კი ახალი მიდგომები და ახალი პოლიტიკური კლასია. შესაბამისად, ასეთი ისტორიული შანსის გამოყენება თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა.

საკითხის შეჯამების საფუძველზე აღვნიშნავ, რომ კრიზისის დაძლევისთვის აუცილებელია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

  • საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება ეკონომიკურ პრობლემებთან „ბრძოლის“ მიზნით. სახელმწიფოში მოქმედებს ეკონომიკურ პრობლემებზე მომუშავე ინსტიტუტები, ინსტიტუციები, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, პირები თუ პირთა ჯგუფები. შესაბამისად, ეკონომიკურ პრობლემებთან „ბრძოლის“ მიზნით მოწვეული და გამოძახებული უნდა იქნას ყველა პირი, ყველა ინსტიტუცია, ყველა ინსტიტუტი. ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი პირებიც და დამოუკიდებელი პერსონებიც. ასეთი მიდგომა გახდება პრობლემების დაძლევის ქმედითი გზა;
  • პროგრამული, საკრედიტო, საგარანტიო და საპროცენტო სქემებთან ერთად მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს პოლიტიკური სუბიექტების მოწინავე როლზე. დღეს, ტექნიკური მიდგომების ეფექტს ამცირებს „უსაფრთხოების მაღალია პრემია“, პოლიტიკური გარემოს არაპროგნოზირებადობა, სავალუტო კურსის ცვალებადობა, საფრთხეებისა და რისკების სიღრმეები;
  • ვიცით ეკონომიკური პრობლემები, მაგრამ არ ვიცნობთ პრაქტიკულ ქმედებებს. დღეს, პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ყველა: ხელისუფლება, პოლიტიკური სუბიექტები, საზოგადოება და ბიზნესი. შესაბამისად, ანალიზებისა და პოლიტიკური მოწოდებების დრო წავიდა, ახლა პრაქტიკული მოქმედებებისა და მუშა მიდგომების დროა. მაგალითად, ეკონომისტებისა და აკადემიური პირების მობილიზაცია, თითოეულ რეგიონში თითოეული ოჯახის „ეკონომიკის“ შექმნის პირობა გახდება. მათ მიერ თითოეულ ოჯახზე მორგებული პროგრამების შექმნით, შეიქმნება ქვეყნის ეკონომიკა და ეკონომიკური პროგრესი;
  • დასასრულს დავსძენ, რომ ეკონომიკური პრობლემების დაძლევის მიზნით, ქვეყანა საჭიროებს ავტორებს პოლიტიკაშიც და ეკონომიკაშიც. ეს კი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს „ეკონომიკურ პრობლემებთან ბრძოლის გარშემო გაერთიანების ტრადიცია“, პერსონებთან ბრძოლის გაერთიანების ნაცვლად;
Facebook Comments
x

Check Also

პანდემიის პირობებში სკოლებისთვის პროტოკოლი დადგინდა

განათლების სამინისტრომ პანდემიის პირობებში სკოლებისთვის პროტოკოლი დაადგინა.  • მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; • შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის ...