Home » მთავარი » ხანძარი მეხის დაცემის შემდეგ, 2 დღის წინ გაჩნდა (ვიდეო)

ხანძარი მეხის დაცემის შემდეგ, 2 დღის წინ გაჩნდა (ვიდეო)

ლევან ქობალია

Gepostet von ლევან ქობალია am Montag, 6. Juli 2020

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყე იწვის. ხანძარი მეხის დაცემის შემდეგ, 2 დღის წინ გაჩნდა.

ხანძარი დაახლოებით 2-3 ჰექტარზეა გაჩენილი.. ჯერჯერობით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება! ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის 20-მდე თანამშრომელი, ასევე რამდენიმე ვერტმფრენი.. აღსანიშნავია, რომ ის ადგილები, სადაც ხანძრის კერებია გაჩენილი ძნელად მიღწევადია, რაც ხელს უშლის ხანძრის ლოკალიზებას…

ასევე ძლიერი დაკვამლინება და ხანძარი შეინიშნება მესტიის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელში, სოფელ ჯორკვლაში (ჩემს სოფელში) ადგილზე სიტუაცია დაახლოებით იგივეა რაც იდლიანის შემთხვევაში, თუმცა ხანძრის კერები ჯერჯერობით უფრო ნაკლებად შეინიშნება.. როგორც უკვე გითხარით ორივე სოფელში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ვერტმფრენები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის კერების ჩაქრობას…

პ.ს ამ ფოტოებში ნათლად ჩანს, თუ როგორ იცვლება სიტუაცია იდლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე

Facebook Comments
x

Check Also

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

საქარველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დღეის მონაცემებით კი, საერთო ჯამში უკვე ...