Home » მთავარი » ინფორმაცია არასწორად იქნა გაგებული – კომუნიკაციები განცხადებას ავრცელებს

ინფორმაცია არასწორად იქნა გაგებული – კომუნიკაციები განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რამე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი“, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურში განაცხადეს.

როგორც პრესსამსახურში ამბობენ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ცვლილებები შედის „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს და, შესაბამისად, კავშირი არ აქვს მედიასთან და ტელევიზიებთან. აღსრულების ეფექტური მექანიზმის შესახებ ცვლილებები, კანონპროექტის მიხედვით, ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საოპერაციო ტექნიკურ რესურსები, მთლიანად ელექტრონული კომუნიკაციებისთვის საჭირო რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებულ ინტერნეტ და მობილურ მომსახურებებს.

რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანმდევ დაზუსტებას. აღნიშნული განპირობებულია საქართველოს და ევროკავშირს შორის , ასოცირების შესახებ შეთანხმების 105-ე მუხლის მე-6 პუნქტით. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტები არანაირ შემხებლობაში არ არის მაუწყებლებთან“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურში.

Facebook Comments
x

Check Also

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

საქარველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დღეის მონაცემებით კი, საერთო ჯამში უკვე ...