Home » მთავარი » არ შეიძლება აუარო გვერდი კონსტიტუციას და კიდევ 6 თვით გახანგრძლივდეს საზიანო შემზღუდავი შესაძლებლობების გადაცემა მთავრობისთვის

არ შეიძლება აუარო გვერდი კონსტიტუციას და კიდევ 6 თვით გახანგრძლივდეს საზიანო შემზღუდავი შესაძლებლობების გადაცემა მთავრობისთვის

კანონპროექტის მიხედვით შეზღუდვების პერიოდი 15 ივლისამდე იყო, თუმცა იანვრამდე გადაიდო. დოკუმენტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობამ შეზღუდვების დაწესების უფლებას არჩევნებისას ოპოზიციის შევიწროვებისთვის იტოვებს.

“არ შეიძლება კონსტიტუციური უფლებები, როგორიც არის გადაადგილება, საკუთრების უფლება, შეკრების უფლება შეზღუდო ისე, რომ პარლამენტმა არ მიიღოს ეს გადაწყვეტილება და არ იყოს საგანგებო მდგომარეობა. თუ საკონსტიტუციო სასამართლოში აქამდე სარჩელი არ გაიგზავნა, იმიტომ, რომ 15 ივლისი იყო მოკლე დრო, ახლა მე ვფიქრობ ეს აუცილებელი იქნება, რადგან არ შეიძლება აუარო გვერდი კონსტიტუციას და კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდეს ადამიანის უფლებების საზიანო შემზღუდავი შესაძლებლობების გადაცემა მთავრობისთვის,”- აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი ...