Home » ეკონომიკა » რას გამოიწვევს სანქცია ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაში

რას გამოიწვევს სანქცია ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაში

2021 წელს საქართველოს შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მისაღები დახმარების 15% შეუჩერდეს – ამის მიზეზი კი ქვეყანაში არსებული კორუფციული ვითარება შეიძლება იყოს. ამ ცვლილებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დარეგისტრებული კანონპროექტი ითვალისწინებს, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

ამ თემაზე კომენტარისთვის ეკონომიკის დოქტორს, რატი აბულაძეს დავუკავშირდით.

-ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს  2021 წლისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების 15%-ის შეზღუდვას.

კანონპროექტი ხაზს უსვავს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას, მთავრობის მიერ კორუფციასთან ბრძოლის ზრდის საჭიროებას, კერძო სექტორისა და ინვესტორების ინტერესების დაცვას საერთაშორისოდ  აღირებული სტანდარტების შესაბამისად.

ფაქტია, რომ კანონპროექტი არის სანქციის ფორმა, მმართველობის სუსტი ეფექტების ნაყოფი, პოლიტიკური გაუცხოების შედეგი და უმოქმედობის ღირებულება. სანქცია ერთგვარი პრევენციაა ქვეყანაში არსებულ კითხვებსა და გამოწვევებზე. სანქცია ავლებს ზღვარს არსებულ რეალობასა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა განცხადებებს შორის.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქართული საზოგადოების ბუნება არ არის  სანქციების მომტანი პოლიტიკური პროცესების გატარება და პარტნიორების დაკარგვა.  სამწუხაროდ,  არსებული ვითარება არის ქვეყანაში არსებული გაურკვევლობისა და პოლიტიკური გარემოს უმოქმედობის შედეგი.

აღსანიშნია, რომ სანქცია არ გამოიწვევს ეკონომიკური კონტექსტის მნიშნელოვან ცვლილებას, თუმცა გარკვეულ დარტყმას მიაყენებს ქართულ პოლიტიკურ გარემოს და პრიორიტეტს გახდის პოლიტიკური არქიტექტურის ცვლილებების საჭიროებას-გვითხრა რატი აბულაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...