Home » მთავარი » საბურთალოზე სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული ბექა ფილფანის სახელი მიენიჭება

საბურთალოზე სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული ბექა ფილფანის სახელი მიენიჭება

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე ალექსანდრე ყაზბეგის N 1-3 ; ვაჟა-ფშაველას გამზირის 2-4 და პეკინის 36 ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა , მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, კორპუსებს შორის არსებულ საბურთალოს რ-ნის გამგეობის მიერ ახლად რეაბილიტირებულ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის სახელი მიენიჭება.

-ბექა ფილფანი საბურთალოს რაიონში დაიბადა, გაიზარდა და ამავე რაიონში მდებარე საზოგადოებისთვის ცნობილი „ბექას“ ქუჩა სწორედ მის სახელს ატარებს.

გამომდინარე იქედან, რომ ქუჩის სახელდება ოფიციალურად არ მომხდარა და მას სახელი მოსახლეობამ საკუთარი სურვილით მიაკუთვნა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია საკითხზე მსჯელობისას არსებულ გარემოებას გაითვალისწინებს და ქუჩას , სკვერთან ერთად ბექა ფილფანის სახელს ოფიციალურად მიანიჭებს!-ამბობს დავით უთმელიძე.  

Facebook Comments
x

Check Also

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

საქარველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დღეის მონაცემებით კი, საერთო ჯამში უკვე ...