Home » მთავარი » სასჯელი პატიმრობა, გრემელაშვილი მომხდარის შესახებ მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს…

სასჯელი პატიმრობა, გრემელაშვილი მომხდარის შესახებ მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს…

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს, ხოლო სახელმწიფო მბრალდებელი პატიმრობას ითხოვდა. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ სრულად გაითვალისწინა პროკურორის მოთხოვნა.

პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. მიხეილ გრემელაშვილმა სიტყვით მიმართა მოსამართლეს და განმარტა, რომ აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან მას მეუღლისა და შვილების მისამართით არ უძალადია და არც უკანონო იარაღი ჰქონია.

გრემელაშვილი მომხდარის შესახებ მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს.

ძალადობა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა – დეპუტატი დაკავებულია

Facebook Comments
x

Check Also

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

საქარველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დღეის მონაცემებით კი, საერთო ჯამში უკვე ...