Home » მთავარი » ინიციატივა – ,,ვაჟაობა“ ჩავატაროთ მსოფლიოს ქართველობამ…

ინიციატივა – ,,ვაჟაობა“ ჩავატაროთ მსოფლიოს ქართველობამ…

14 ივლისს საქართველოშ ტრადიციულად ვაჟაობა იმართება, თუმცა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წელს ღონისძიებას სხვა მიმართულება ექნება.

ინიციატივით გამოდის ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარე ლელა რაზიკაშვილი:

-წელს ვაჟას დაბადების თარიღს, 14 ივლისს ვერ ვიზეიმებთ, გასაგები მიზეზების გამო…
ვერც დიდი სახალხო დღესასწაული ,,ვაჟაობა“ გაიმართება, უკვე მესამედ!
✔️წელს ვერ შევძლებთ წინასწარდაგეგმილი სცენარით, რიტუალური სანახაობებით, მაყურებლებით, პოეზიისა და უბრალოდ გართობის მოყვარული ვიზიტორებით დატვირთული ღონისძიება გავიმეოროთ, მაგრამ წელს შეგვიძლია ვაჟა-ფშაველას დღესასწაული ვიზეიმოთ ისე, როგორც არასდროს ყოფილა ჯერ!
🔴 წელს, 14 ივლისს, დიდი პოეტის დაბადების ოფიციალურ თარიღზე, შეგვიძლია ,,ვაჟაობა“ ჩავატაროთ ჩვენ, ყველამ ერთად, მთელმა საქართველომ და მსოფლიოს ქართველობამ ისე, რომ ეს დღესასწაული იყოს ყველასი!
ამისთვის საჭირო არ არის სცენარები, რეჟისორები, მოსაწვევები და ა. შ.
📣ამისთვის საჭიროა ვაჟას, მისი პოეტური სიტყვისა და აზრის სიყვარული მხოლოდ!
ჩვენ შეგვიძლია 14 ივლისს, ერთი დღით, მთელი სოციალური ქსელი ვაჟას ლექსებითა და ფრაზებით ავავსოთ!
ჩავწეროთ პოეტის რომელიმე ლექსი, ჩვენი საყვარელი სტროფი და ავტვირთოთ ჩვენს გვერდზე!
📢რაც მეტი ვიქნებით მით უკეთესი!
ვისაც სურვილი და შესაძლებლობა აქვს გაგვიზიაროს სიმღერა ვაჟას ლექსზე, ზოგმა ვაჟას პროზიდან ან ლიტერატურული წერილებიდან ფრაზები, აბზაცები და ასე შემდეგ!
☑️ შეგვიძლია ისიც, რომ რაიმე აქტუალური საკითხის განხილვისას ჩვენი აზრი კომენტარში ვაჟას ფრაზით გადმოვცეთ. ვერაფერი მოხდება ისეთი ამ ქვეყანაში, მისი სიბრძნე რჩევად და წამლად არ გამოდგეს!
ჩავაბათ ამ აქციაში ბავშვები, დედები, მამები, ბებო-პაპები.
ყველა პროფესიის და ეროვნების ნაცნობ-უცნობები!

რაც მეტი ვიქნებით, უფრო უკეთესი!

ეს დღე დაემსგავსება ერთ დიდ აქციას🔴 ,,საქართველო და მსოფლიო კითხულობს ვაჟას და საუბრობს ვაჟას ენით“!
❗️მოდით, ვცადოთ და დავრწმუნდებით რა სახალისო და სასიამოვნო იქნება იმ დღეს ვირტუალურ სამეგობროში შემოსვლა!
როგორ დაიკარგება შური, ბოღმა, სიძულვილი და როგორი ერთიანები ვიქნებით დიდი პოეტის სიტყვის ზეიმში ყველა, ვინც ამ აქციას შეუერთდება!

💞14 ივლისი დადგება თუ არა, მეც მოგილოცავთ ლექსით, ჩემებურად!
გაავრცელეთ და გადაეცით ყველას, მე მგონია, რომ ვაჟას საქართველო დიდია და მისი სიტყვის და აზრის მიმდევარი ბევრი!
მოდით ვიდღესასწაულოთ ერთად!

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი ...