Home » მთავარი » ვის და რატომ სთავაზობს “გირჩი” “ტესლას”…

ვის და რატომ სთავაზობს “გირჩი” “ტესლას”…

პოლიტიკური პარტია “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, “ტესლას” მარკის ავტომობილების მოგების შანსი ექნებათ.

გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც არჩევნების დღეს საკუთარ გადაწყვეტილებას დააფიქსირებს. გათამაშებაში მონაწილეობისთვის კი საჭიროა ამომრჩეველი “გირჩის” პორტალზე დარეგისტრირდეს.

ხოლო,31 ოქტომბერს საღამოს 21:00 საათამდე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნოს საარჩევნო უბანთან გადაღებული სელფი, რომელშიც გამოჩნდება უბნის ნომერი, ჰეშთეგით #მევიყავიარჩევნებზე.

ინიციატივის მიზანია,მომავალი საპარლამენტოს არჩევნებზე ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა.
დღეს ასევე ​”გირჩმა” საკუთარი გაზეთის “მეტი თავისუფლების” პრეზენტაცია გამართა, სადაც ძირითადად პარტიის შესახებ იქნება ინფორმაცია.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი ...