Home » მთავარი » პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან

პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან

სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ჩართვას გეგმავს, თუმცა რა ფორმით ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატმა გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს.

დღეს ამ თემაზე პროკურატურამაც განცხადება გააკეთა:

-“საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერ ეტაპზე ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს”.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი ...