Home » მთავარი » “გირჩში” ბევრს ეწევიან და სჯობს, ცოტა მოუკლონ…“

“გირჩში” ბევრს ეწევიან და სჯობს, ცოტა მოუკლონ…“

პოლიტიკური პარტია “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, “ტესლას” მარკის ავტომობილების მოგების შანსი ექნებათ.

ვის და რატომ სთავაზობს “გირჩი” “ტესლას”…

ამ ინფორმაციას მამუკა მდინარაძე ეხმიანება და ამბობს:

-ერთადერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ როგორც ჩანს, ბევრი მოწიეს. არის თუ არა მოსყიდვა, ამაზე შემდეგ ვიმსჯელოთ, როცა რეალურად შეუდგებიან საქმეს და ვთქვათ, თუ რამდენად შეიცავს ის კონკრეტული ქმედების ნიშნებს, რაც არ ჯდება კანონში. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანები ბევრს ეწევიან და სჯობს, ცოტა მოუკლონ“.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი ...