Home » მთავარი » რად გვინდა ეს გადავადებები,თუ ადამიანები კორონა ვირუსით კი არა, შიმშილით დაგვეხოცებიან!

რად გვინდა ეს გადავადებები,თუ ადამიანები კორონა ვირუსით კი არა, შიმშილით დაგვეხოცებიან!

დავით ჭიჭინაძე

პარლამენტში ცვლილებეზე მსჯელობენ, რომლის თანახმადაც, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.

მაგრამ რად გვინდა ეს გადავადებები,თუ ადამიანები კორონა ვირუსით კი არა, შიმშილით დაგვეხოცებიან!

ჯერ კიდევ საგანგებოს გამოცხადებას მოჰყვა საკმაოდ მძიმე შედეგები ეკონომიკაში, რომელსაც „ოცნების“ მთავრობა არ ითვალისწინებს.
ამ გადავადებებით კი, მართლაც უმძიმეს სიტუაციას მივიღებთ.
რადგან, პრემიერმა გახარიამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ მისი განცხადება, რომელიც პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ორჯერ გააკეთა, ადამიანებისთვის იმის გარანტი მაინც გამხდარიყო, რომ ბანკებს და მიკროსაფინანსოებს მართლა პროცენტის დარიცხვის გარეშე გადაევადებინათ შემოსავლების გარეშე დარჩენილებისთვის სესხები.

ამიტომ, მივმართე უმრავლესობის წევრს, დიმიტრი ხუნდაძეს, რომ იქნებ პარლამენტმა მაინც გაითვალისწინოს ადამიანების მდგომარეობა და იძულების წესით მოხდეს ფორს-მაჟორის ამოქმედება, თორემ მართლა ისეთ უმძიმეს სიტუაციას მივიღებთ, კორონა კი არა, მართლა შიმშილით დაგვეხოცებიან ადამიანები.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი ...