Home » მთავარი » პოლიციელებს პატიმარი გაექცათ – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პოლიციელებს პატიმარი გაექცათ – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ბრალდებული ზაალ ძაგანიშვილი პოლიციელებს გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცათ. გაქცეულ პატიმართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ძაგანიშვილის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მანქანიდან მაშინ გაიპარა, როდესაც სამართალდამცველები სიგარეტის მოსაწევად იყვნენ გადასული.

20 წლის ზაალ ძაგანიშვილი ქურდობაშია ბრალდებული.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი ...