Home » მთავარი » ზელენსკი – დამნაშავესთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს

ზელენსკი – დამნაშავესთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ ლუცკში იმ პოლიციის შენობას ესროლეს, სადაც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ავაკოვი იმყოფებოდა. პოლიციის შენობაში ავაკოვი შეხვედრას მართავდა, სროლის შემდეგ კი, მისმა კორტეჟმა ტერიტორია დატოვა.

ეს ის ქალაქია, სადაც უკვე 6 საათზე მეტია უკრიანის პოლიცია მძეველების განთავისუფლებას უშედეგოდ ცდილობს. სამართალდამცველების ინფორმაციით, მამაკაცს, რომელმაც ქალაქ ლუცკში ავტობუსი გაიტაცა, ფსიქიკური პრობლემები აქვს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი ინციდენტამდე ფსიქიატრთან იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ, რომელიც მაქსიმ პლოხოის სახელით მოქმედებს, უკრაინის ხელისუფლებას მოსთხოვა, ეკლესიის იერარქებმა, მინისტრებმა და სხვა მაღლჩინოსნებმა გადაიღონ ვიდეო, სადაც ისინი იტყვიან რომ არიან “კანონიერი ტერორისტები”.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქ კიევში, მეტროსადგურ “მინსკაიასთან” ახლოს, ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალეს. აღნიშნული ფაქტი უკავშირდება თუ არა ქალაქ ლუცკში ავტობუსის გამტაცებელს ჯერჯერობით უცნობია.

მიმდინარე მოვლენებს ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელინსკიც გამოეხმაურა, ის აცხადებს, რომ პირთან, რომელმაც ქალაქ ლუცკში სამგზავრო ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

Facebook Comments
x

Check Also

პანდემიის პირობებში სკოლებისთვის პროტოკოლი დადგინდა

განათლების სამინისტრომ პანდემიის პირობებში სკოლებისთვის პროტოკოლი დაადგინა.  • მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; • შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის ...