Home » მთავარი » ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დიდუბის რაიონის გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გარე ვაჭრობის მფარველობისთვის მოქალაქეს ქრთამის სახით, ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა და შესაბამისად, მიმდინარე წლის 29 ივლისს მოქალაქეს აღნიშნული თანხა გამოართვა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

Facebook Comments
x

Check Also

პანდემიის პირობებში სკოლებისთვის პროტოკოლი დადგინდა

განათლების სამინისტრომ პანდემიის პირობებში სკოლებისთვის პროტოკოლი დაადგინა.  • მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; • შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის ...