Home » მთავარი » “ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, ძალიან სხვადასხვაა…”-პრემიერი მორიგ წერილს ეხმიანება

“ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, ძალიან სხვადასხვაა…”-პრემიერი მორიგ წერილს ეხმიანება

ამერიკის საკანონმდებლო ორგანოდან მორიგ წერილს

მორიგი წერილი ამერიკის საკანონმდებლო ორგანოდან…

პრემიერი გიორგი გახარია გამოეხმაურა:

-“ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, ძალიან სხვადასხვაა. გუშინ, ერთ-ერთი კონგრესმენისგან მე მივიღე შესანიშნავი წერილი, რომელმაც აღნიშნა საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში არსებული წარმატებები. ამიტომ, იქ კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა მოტივი არსებობს და ამ შიდა სფეროებში არ ჩავერევი.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ მქონდა საუბარი სახელმწიფო მდივანთან, რომელიც უაღრესად პოზიტური, მომავალზე ორიენტირებული იყო და რომლის ძირითადი აქცენტები იყო ის, თუ რამდენად ფასეულია როგორც ამერიკისთვის, ასევე საქართველოსთვის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. არამხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ისტორიულად საუკეთესოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არამედ ამ სტრატეგიული პარტნიორობის მომავალში გაღრმავებაც.

ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარი არის, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება, ისევე როგორც საქართველოში ამერიკული ბიზნესის საქმიანობას,”- განაცხადა  გახარიამ.

 

Facebook Comments
x

Check Also

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

საქარველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დღეის მონაცემებით კი, საერთო ჯამში უკვე ...