Home » მთავარი » „ვიხსნათ საქართველო სოროსის დიქტატურისგან“ – ქართული მარშის აქცია

„ვიხსნათ საქართველო სოროსის დიქტატურისგან“ – ქართული მარშის აქცია

“ქართული მარშის” აქცია ფილარმონიასთან დაიწყო და მსვლელობით ჭოველიძის ქუჩისკენ გადაინაცვლა.

-აქ არის სოროსის ოფისი, ეს ოფისი უნდა დაინგრეს, საქართველოს გაუმარჯოს, სიკვდილი მტერს” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით ამ ოფისში იგეგმება მართლმადიდებელ ქართველებთან ბრძოლა. აქციაზე ამბობენ, რომ თუ ულტიმატუმი არ შესრულდება, ქუჩაში გამოვა უამრავი ადამიანი და მშვიდობიანი აქცია არ დაიშლება.

-ეს არის ბოლო გაფრთხილება, მეტი გაფრთხილება არ იქნება. საქართველო სოროსის და მოღალეტეების გარეშე” – ამბობენ აქციაზე გამომსვლელები.

აქციაზე სოროსის ფიტულიც დაწვეს.

-იხარე ერო, სატანა იწვის – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

Facebook Comments
x

Check Also

პანდემიის პირობებში სკოლებისთვის პროტოკოლი დადგინდა

განათლების სამინისტრომ პანდემიის პირობებში სკოლებისთვის პროტოკოლი დაადგინა.  • მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; • შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის ...