Home » მთავარი » ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ამ ქვეყანას მოუტანა თავისუფალი არჩევნები

ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ამ ქვეყანას მოუტანა თავისუფალი არჩევნები

საქართველოში არაერთხელ ჩავატარეთ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები, ოქტომბერში კი კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ვაჩვენებთ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ექვსი კონგრესმენის სახელით გავრცელებული წერილის საპასუხოდ განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარედან, ხელისუფლება არანაირ ზეწოლას არ გრძნობს.

„როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი დარწმუნებული ვარ,  იგივეს იტყვის ამ ხელისუფლების ნებისმიერი წევრი, აბსოლუტურად არავისგან, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარედან არავითარ ზეწოლას არ ვგრძნობ. მე ვიცი ერთი, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ამ ქვეყანას მოუტანა თავისუფალი არჩევნები. ამ წვეყანაში ჩვენ არაერთხელ ჩავატარეთ, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები და კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ვაჩვენებთ 2020 წლის ოქტომბერში“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კონგრესმენების წერილს უკვე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია.

“ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, ძალიან სხვადასხვაა…”-პრემიერი მორიგ წერილს ეხმიანება

Facebook Comments
x

Check Also

პანდემიის პირობებში სკოლებისთვის პროტოკოლი დადგინდა

განათლების სამინისტრომ პანდემიის პირობებში სკოლებისთვის პროტოკოლი დაადგინა.  • მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; • შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის ...