Home » მთავარი » გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა

მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილი შეემატა – გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა.

🌳🌱🌿 გოდერძის ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია როგორც ალპური, ასევე სუბალპური მცენარეთა ნაირსახეობა, რომელიც მაღალმთიანი აჭარისთვის არის დამახასიათებელი. ტერიტორიაზე წარმოდგენილია მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც ჯარას ველური თაფლის უნიკალური ტრადიციის გაცნობაა შესაძლებელი.

🌱 ბაღის ძირითადი დანიშნულებაა სოფლად ტურიზმის განვითარება, კავკასიის ეკო-რეგიონის მცენარეთა კოლექციის თავმოყრა და კონსერვაცია, ეკო-განათლების პოპულარიზაცია.

 პროექტის მხარდამჭერები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი (Mercy Corps), „აჭარისწყალი ჯორჯია“, მიუნხენის, ლოტარეს და ბათუმის ბოტანიკური ბაღები.

Facebook Comments
x

Check Also

პარტიების საარჩევნო ნომრები ცნობილია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და ...