Home » მთავარი » თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციას აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციას აანონსებს

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმეში FBI–ს ჩართვას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით ხვალ, 4 აგვისტოს, 12:00 საათზე აშშ–ის საელჩოს წინ აქცია გაიმართება.

ბაჩალიაშვილის დედა მოქალაქეებს თანადგომისკენ მოუწოდებს.

„ვინც მწერდით და მირეკავდით, მწუხარებას გამოთვამდით და მეკითხებოდით, რით შეგვიძლია დაგეხმაროთო, დადგა ის მომენტი, როდესაც თქვენ შეგიძლიათ ჩემი შვილის დახმარება. დავდგეთ საელჩოს წინ და მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ ჩემს შვილს თავის არ მოუკლავს! გთხოვთ შვილმოკლულ დედებს და მათ, ვისაც გინდათ, რომ შვილები კარგად გყავდეთ, მივმართავ შვილმკვდარ დედებს და მათაც, ვისაც შვილები კარგად გყავთ, ვითხოვ, რომ FBI იყოს ჩართული!“,– განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

სამი ძირითადი რეკომენდაცია გათვალისწინებულია და სათანადოდაა ასახულია დოკუმენტში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ...