Home » მთავარი » კომპიუტერის ექსპერტიზა დასრულებულია, რას ეჭვობს ადვოკატი

კომპიუტერის ექსპერტიზა დასრულებულია, რას ეჭვობს ადვოკატი

ბაჩალიაშვილების მოთხოვნის საპასუხოდ, რომ საქმეში ამერიკის ფედერალური ბიურო ჩაერთოს – თანხმობა უწყებამ გუშინ განაცხადა. პარალელურად, უკვე დასრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის ექსპერტიზა. გამოძიებამ მასში მხოლოდ პირადი ფოტო და ვიდეო მასალა ნახა. ადვოკატი ეჭვობს, რომ გამოძიებამ საჭირო ინფორმაცია კომპიუტერიდან წაშალა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მზაობა ერთი გადადგმული ნაბიჯი არის, მაგრამ მთავარი არის პროკურატურის და გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება ვადებთან დაკავშირებით, რომ საჩქაროდ მოხდეს იმ პირების მოწვევა ფედერალური ბიუროდან, რომ ყველაფერი დაჩქარებული წესით მოხდეს და არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში გამოჩენა, რომ ჩვენ ვართ მზად,” – აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

პარტიების საარჩევნო ნომრები ცნობილია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და ...