Home » მთავარი » ლიბანის პრეზიდენტი ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობას აწესებს

ლიბანის პრეზიდენტი ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობას აწესებს

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება მოხდა. როგორც „იერუსალიმ პოსტი“ წერს, წინასწარი ვერსიით, აფეთქება მოჰყვა ხანძარს, რომელიც ფოიერკვერკებით სავსე ადგილას გაჩნდა. „ბიბისის“ ცნობით, აფეთქება ლიბანის ყოფილის პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის შესახებ სასამართლო ვერდიქტის გამოტანას უკავშირდება.

ლიბანის პრეზიდენტი მიშელ აუნი ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობას აწესებს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუშვებელია ექვსი წლის განმავლობაში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის საწყობში შენახვა, სადაც ის არ იყო სათანადოდ დაცული.

სიენენის“ ცნობით, აფეთქება საწყობში 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრის ტოლფასი იყო.

ბოლო მონაცემების მიხედვით, ბეირუთში აფეთქებას 73 პირი ემხვერპლა, დაშავდა 3 000-ზე მეტი ადამიანი.

სასამართლო ვერდიქტს ოთხ ეჭვმიტანილს გამოუტანს, რომელსაც რაფიკ ჰარირის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟება ედებათ ბრალად.

ოთხივე ეჭვმიტანილი ჰეზბოლას დაჯგუფების წევრია. ბრალს არც ერთი მათგანი არ აღიარებს.

Facebook Comments
x

Check Also

პარტიების საარჩევნო ნომრები ცნობილია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და ...