Home » მთავარი » საწყის საბრძოლო მომზადებას რეკრუტების მორიგი ნაკადი იწყებს

საწყის საბრძოლო მომზადებას რეკრუტების მორიგი ნაკადი იწყებს

საქართველოს თავდაცვის ძალებში ჩარიცხვის მსურველთა რიცხვი იზრდება. დღეს საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე დარეგისტრირებული 250-მდე რეკრუტი მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გამოცხადდა. განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხული რეკრუტები პირველად თავდაცვის ძელების ისტორიაში ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობის ანაზღაურებას მიიღებენ და სამხედრო ცხოვრების პირველი ეტაპის გავლას გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურულ პირობებში შეძლებენ.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირების, თერმოსკრინინგისა და შესაბამისი გამოკითხვის ჩატარების შემდეგ, რეკრუტები დღესვე საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მათ უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და კურსის წარმატებით დასრულება უსურვა.

ინსტრუქტაჟის მიღების შემდეგ, რეკრუტები ჯგუფებში გადანაწილდნენ. პირველ ეტაპზე მათ ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. სამთვიანი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების შემდეგ კი, რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდებიან.

 

Facebook Comments
x

Check Also

სამი ძირითადი რეკომენდაცია გათვალისწინებულია და სათანადოდაა ასახულია დოკუმენტში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ...