Home » მთავარი » საქართველოს მოქალაქე 17 წლამდე ბავშვები სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ

საქართველოს მოქალაქე 17 წლამდე ბავშვები სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქე 17 წლამდე ბავშვები სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ, ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და განსაკუთრებით ბავშვებს 17 წლამდე, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვებისთვის კრიზისში, და, რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე და სასწავლო წლის დაწყების პროცესში,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Facebook Comments
x

Check Also

პარტიების საარჩევნო ნომრები ცნობილია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და ...