Home » მთავარი » “ომში დაღუპული გმირების წინაშე ვფიცავთ, არ შევწყვეტთ ბრძოლას, სანამ რუსული ჩექმა იდგება ქართულ მიწაზე!”

“ომში დაღუპული გმირების წინაშე ვფიცავთ, არ შევწყვეტთ ბრძოლას, სანამ რუსული ჩექმა იდგება ქართულ მიწაზე!”

არასამთავრობო ორგანიზაცია “დაიცავი არჩევანი”  ოკუპაციას აპროტესტებს. ორგანიზაციის წევრები და საქმოქალაქო აქტივისტები ხურვალეთში იმყოფებიან.

დღევანდელ დღეს, ზუსტად თორმეტი წლის წინ რუსი ოკუპანტების სრულმასშტაბიანი ინტერვენციით დაიწყო 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი.

დღევანდელ დღეს 12 წლის წინ ამაყმა ქართველმა მიიღო გამოწვევა და თავგანწირვით შევიდა ისეთ ომში როგორ ომებზეც კაცობრიობას ლეგენდები აქვს შექმნილი. ხოლო, უახლოეს ისტორიაში ბადალიც კი არ არსებობს. ერთი მუჭა, ღირსებით სავსე ქართველი ერი უთანასწორო ომში შევებით უზარმაზარ “ბოროტების იმპერიას” და ვერ დაგვამარცხეს!

ამიტომ, ამ ომში დაღუპული საარაკო გმირების წინაშე ვფიცავთ, რომ არ დავნებდებით, არ შევწყვეტთ ბრძოლას სანამ რუსული ჩექმა იდგება ქართულ მიწაზე-აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ნებიერიძე.

აჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

Facebook Comments
x

Check Also

სამი ძირითადი რეკომენდაცია გათვალისწინებულია და სათანადოდაა ასახულია დოკუმენტში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ...