Home » ინტერვიუ » მშობლებს შვილი სახელმწიფომ სიდუხჭირის გამო არ უნდა ჩამოართვას!

მშობლებს შვილი სახელმწიფომ სიდუხჭირის გამო არ უნდა ჩამოართვას!

იუვენალური იუსტიცია – უკვე არაერთი შემთხვევაა, როცა ოჯახს სიდუხჭირის გამო შვილებს ართმევენ. სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომედგინა, რომ ეს კანონი საქართველოში იმუშავებდა, მაგრამ…

სოციალურ ქსელში საზოგადოება აქტიურად განიხილავს ფუტკარაძეების ოჯახის ისტორიას, რომელსაც 9 შვილი ჩამოართვეს სიდუხჭირის გამო. ადგილზე იმყოფებოდა „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი ზვიად ტომრაძე, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ამ კანონის მიღების წინააღმდეგ რომ იბრძოდა.

GMTV ზვიად ტომარაძეს დაუკავშირდა.

–თქვენ პირველი იყავით, ვინც იუვენალური კანონის მიღების წინააღმდეგი იყავით. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ეს კანონი საქართველოში იმუშავებდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა. უკვე არაერთი ოჯახი ვნახეთ, სადაც მშობლებს სიდუხჭირის გამო შვილები ჩამოართვეს და მინდობით აღმზრდელებს მიაბარეს. ანუ კანონი მოქმედებს. როგორ ფიქრობთ, სიდუხჭირის გამო უნდა ჩამოართვას თუ არა სოციალურმა სამსახურმა შვილები მშობლებს თუ სახელმწიფონ ნება უნდა იბოძოს და დაასაქმოს ასეთი მშობლები?

პარლამენტმა 2016 წლის 22 ივნისს კანონში: „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ ცვლილებებით მიიღო კანონი, რომელსაც „იუვენალურ იუსტიციას“ ვეძახით. კანონპროექტის ინიციატორი იყო: საქართველოს მთავრობა, ხოლო კანონპროექტის ავტორები: იუსტიციის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამ ცვლილების მიხედვით, სოციალურ მუშაკს სასამართლოს გარეშე, ერთპიროვნულად მიენიჭა უფლება ძალადობის შემთხვევაში მშობელს შვილი ჩამოართვას! კანონში ძალადობის ერთ-ერთი სახეა უგულვებელყოფა!
უგულვებელყოფა კი კანონში განიმარტება შემდეგნაირად:

„მშობლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა”. როგორც ვხედავთ სოციალური მუშაკის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული მრავალი სიდუხჭირეში მყოფი ოჯახი. თუმცა ადრეც ვამბობდი ახლაც ვიტყვი, რომ ეს კანონი ისეთივე „წარმატებით“  ვერ იმუშავებს, როგორც მუშაობს სკანდინავიის ქვეყნებში. რა თქმა უნდა მშობლებს შვილი სახელმწიფომ სიდუხჭირის გამო არ უნდა ჩამოართვას. დარწმუნებული ვარ ყველა ბავშვს გაჭირვებულ მშობელთან ცხოვრება ურჩევნია სხვასთან უზრუნველ ცხოვრებას!  2016 წელს აღნიშნული კანონის განხილვას პარლამენტში ვესწრებოდით მე და ბ–ნი სოსო მანჯავიძე, მაშინ დავუსვით კითხვები მომხსენებელს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს სანდრო ბარამიძეს, ავუხსენით კანონის საშიშროების შესახებ, თუმცა მისგან ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

–სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვთა კოდექსის შედეგად კიდევ უფრო გამყარდა ბავშვის ჩამორთმევის მექანიზმი, რას გვეტყვით ამის შესახებ?

ბავშვთა კოდექსის განხილვაში მონაწილეობდა საპატრიარქო, და სხვადასხვა დაინტერესებული პიროვნებები. ბევრი შენიშვნა გათვალისწინებულ იქნა და ამის გამო ქ–ნ სოფო კილაძეს, მაშინ საჯაროდ მადლობა გადაუხადეს მამა ანდრია ჯაღმაიძემ, მამა დავით ისაკაძემ და სხვებმა. თუმცა კოდექსში რამდენიმე საკითხი კვლავ დარჩა ისეთი, რომლის ამოღებასაც ითხოვდნენ საზოგადოების წარმომადგენლები. მე თუ მკითხავთ, ბავშვთა კოდექსის მიღების აუცილებლობა საერთოდ არ იყო, რადგან ოჯახი სათუთი საკითხია და ყველაფრის კანონში მოქცევა, არ მიმაჩნია მართებულად, მითუმეტეს, როდესაც ამას ქვეყნის გარედან სხვები გვავალდებულებენ და არა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა. გარდა ამისა, ჩვენი საზოგადოება უფრო ღიაა და ისეთი კარჩაკეტილი ცხოვრებით არ ვცხოვრობთ, როგორც მაგალითად სკანდინავიაში, არც ცხოვრების დონე გვაქვს ერთნაირი, შესაბამისად, ჩვენ ერთნაირი კანონმდებლობა და კონტროლის მექანიზმები არ უნდა გვქონდეს. რაც შეეხება ბავშვთა კოდექსის დაკავშირებას ბავშვის ჩამორთმევის საქმეში, არასწორია, რადგან კოდექსი ძალაში შესული ჯერ არ არის, 1 სექტემებრიდან შედის, უფრო მეტიც, ბავშთა კოდექსის 26–ე მუხლის მიხედვით, თუ აქამდე ბავშვის ჩამორთმევა სოციალურ მუშაკს მოსამართლის გარეშე შეეძლო, 1 სექტემებრიდან ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს. ასევე ბავშთა კოდექსის ასევე 26–ე მუხლის მე–5 პუნქტში ვკითხულობთ, რომ ბავშვი მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არა აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები.  საზოგადოებას მართებს ფხიზლად ყოფნა და ჩვენი მხრიდან აუცილებლად გასაკონტროლებელია ბავშვთა კოდექსის ფარგლებში გადამზადდებული 600–ზე მეტი სოცმუშაკი და კოორდინატორი, რომლებიც მუშაობას 1 სექტემბრიდან დაიწყებენ. იმედია არ მივიღებთ ისეთივე სადამსჯელო ინსტიტუტს, რომელსაც ინტერნეტით ვნახულობთ სხვადასხვა ქვეყანაში ვნახულობთ, არამედ ორიენტირებული იქნება ბავშვების დახმარებაზე და ზოგადად ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებაზე.

–საზოგადოებს ყურადღება მიიქცია ფუტკარაძეების 9 შვილიანმა ოჯახმა, სადაც ანალოგიურად იმუშავა კანონმა და 9ვე შვილი ჩამოერთვა მშობლებს, ბავშვები მინდობით აღზრდაზე არიან. უცნაური კანონები გვაქვს, თუ მინდობით აღმზრდელ ოჯახს სახელმწიფო უხდის ფულს, რატომ არ უნდა დაეხმაროს ამ ანხით ოჯახს, რომელსაც შეჭირვების გამო ართმევენ შვილს? როგორც ვიცი ბავშვზე 600 ლარია, აბა იანგარიშეთ 9 ბავშვი. ამ თანხით ეს ოჯახი თავად მოუვლიდა შვილებს. დააშორო მშობელს შვილი, დააშორო დედმამიშვილები მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახს მატერიალურად უჭირს და სხვა არანაირი პრეტენზია არ აქვს სოციალურ გენტს, ეს რა მორალში გადის ძნელი გასაგებია, როცა არიან ოჯახეი, სადაც მატარიალური გაჭირვება არ არის, მაგრამ ბავშვები ან ძალადობის მსხვერპლნი არიან, არ დეპრესიულები, რადგან მხოლოდ ფული და საჭმელი არ არის აღზრდა და გაზრდა…

როდესაც ეს ამბავი სოციალური ქსელით შევიტყვე, გადავწყვიტე მივსულიყავი და ადგილზე გამერკვია თუ რის გამო ჩამოართვეს მშობლებს შვილები. ხელვაჩაურის სოფელ თხილნარში, ოჯახი სახლში არ დამხვდა, ვესაუბრე მეზობლებს, რომლებმაც მშობლები დადებითად დაახასიათეს და მითხრეს რომ ბავშვები სოციალურ მუშაკმა შარშან, ერთი წლის წინ ჩამოართვა. მიზეზი სიდუხჭირე დამისახელეს. ასევე მითხრეს, რომ ბავშვები მინდობით აღზრდით ორ ოჯახში გადაუნაწილებიათ, მშობლებს 4 თვეში ერთხელ 10 დღით უბრუნებდნენ, თხილნარის სახლში ბოლოს 20 დღის წინ ჰყავდათ 10 დღით შვილები და ახლა ისევ მინდობით აღზრდაში დაბრუნებულან. მშობლები კი ბათუმში ყოფილან სამუშაოდ წასულები. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს ისიც, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა. მომცეს ბავშვების მამის ტელეფონი, მამამ საუბარში დამიდასტურა, რომ ბავშვები სიდუხჭირის გამო ჩამოართვეს და ახლა დაბრუნება სურს.  რაც შეეხება მინდობით აღზრდაში სახელმწიფოს მიერ გადახდილ თანხას, რომელიც თუ არ ვცდები თითო ბავშვზე 450 ლარიდან 600 ლარამდეა, ამ საკითხზე 2016 წელს ვესაუბრე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობას და სწორედ ეგ კითხვა დავუსვი, ხომ არ ჯობდა ის ფული იმ შეჭირვებული ოჯახებისთვის მიგეცათ მეთქი? მიპასუხეს, ეგ რომ გავაკეთოთ საქართველოში ოჯახების უმრავლესობას უჭირს და თითქმის ყველა ფულს მოითხოვს, ამდენის საშუალება კი სახელმწიფოს არა აქვსო…

– იუვენალურ იუსტიციასთან ბრძოლას ზოგი რუსულ ნარატივს მიაწერს და ანტიდასავლურ განწყობების გაღვივებად აღიქვამს…

მაგათ რომ ჰკითხო, ქართული მიწების უცხოელებზე არგაყიდვაც და უცხოელებზე მოქალაქეობის გამკაცრებაც რუსული ნარატივია… რაც შეეხება ამ საკითხის რუსულ ნარატივთან დაკავშირებას, აბსურდია, რადგან იუვენალური იუსტიცია მოქმედებს რუსეთშიც  ფედერალური კანონით: (42197/6) „სოციალური პატრონაჟი“

სოციალური სამსახურის მუშაკს აქვს უფლება, სახლის დათვალიერების, მშობლის მხრიდან უყურადღებობის ან  უგულვებელყოფის გამოვლენის მიზნით. თუ მან ჩათვალა, რომ არასრულწლოვანი იმყოფება სოციალურად საშიშ გარემოში, ან მშობლის მოქმედება-უმოქმედობით ბავშვის სრულფასოვნად აღზრდასა და განვითარებას საფრთხე ემუქრება, ეს გახდება ბავშვის ჩამორთმევის საფუძველი. კანონპროექტში არ არის განმარტებული, თუ რას ნიშნავს სოციალურად საშიში გარემო. სოციალური პატრონაჟის ვიზიტისათვის საკმარისია ანონიმური ზარი ან მეზობლის მიერ დაბეზღება. ექიმებისთვის, პედაგოგებისთვის და აღმზრდელებისთვის ძალადობის გამოვლენა სავალდებულოა.  10 წლის ასაკიდან კი არასრულწლოვანს აქვს საშუალება დააბეზღოს მშობელი.  სოციალური პატრონაჟის მუშაკი თითო გამოვლენილ მოძალადე ოჯახზე, ყოველწლიურად  სოლიდურ გასამრჯელოს იღებს.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

პარტიების საარჩევნო ნომრები ცნობილია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და ...