Home » მთავარი » მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამატებითი შეზღუდვები წესდება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამატებითი შეზღუდვები წესდება

დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დამატებითი შეზღუდვები წესდება.

შეზღუდვების დაწესება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დღეს გამოვლენილი კორონავირუსის ახალი 25 შემთხვევიდან, 17 სწორედ მესტიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე – მესტიის მუნიციპალიტეტიდანაც.

ასევე, წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის.

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში იფუნქციონირებს მხოლოდ აფთიაქები, საბანკო დაწესებულებები, სასურსათო მაღაზიები და ღია ტიპის საკვები დაწესებულებები.

თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.

მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება. შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს.

გარდა ამისა, შესაბამისი უწყებები ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს

Facebook Comments
x

Check Also

სამი ძირითადი რეკომენდაცია გათვალისწინებულია და სათანადოდაა ასახულია დოკუმენტში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ...