Home » მთავარი » ბორჯომში „ლეიბორისტების“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პარტია დატოვა

ბორჯომში „ლეიბორისტების“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პარტია დატოვა

„ლეიბორისტების„ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ამავე პარტიით საკრებულოს წევრმა პარტია დატოვა.

გიორგი გიუაშვილმა ამის შესახებ „ფეისბუკგვერდზე“ დაწერა

-ვინც მიცნობს კარგად იცის, რომ ჩემი ყველაზე დიდი პარტია, იყო, არის და ყოველთვის იქნება ჩემი ბორჯომი, ჩემი სამშობლო!🇬🇪
ბრძოლით და სიმართლით გავლილი წლების გარდა მე სხვა არაფერი არ გამაჩნია!
მაქვს ჩემი პრინციპული, საკმაოდ კვალიფიციური და დასაბუთებული პოზიცია სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის🇬🇪 და რომლებსაც ბოლომდე დავიცავ ნებისმიერ ფასად!

მიუხედავად ჩემი ყოველდღიური საკმაოდ აქტიური პოლიტ.სოც. საქმიანობისა, როგორც ბორჯომის საკრებულოს დეპუტატის, ამ თვეების მანძილზე ალბათ შესამჩნევი იყო ყველასათვის, რომ ფაქტიურად შეწყვეტილი მქონდა პარტიული საქმიანობა, ლეიბორისტულ პარტიას ვგულისხმობ, რომლის წევრიც ვიყავი 2014 წლიად.
აღნიშნული ნაბიჯის გადასადგმელად ძალიან ბევრი, საფუძვლიანი და სამართლიანი მიზეზები მქონდა, თუმცა ამ ეტაპზე (და იმედია შემდეგშიც დროის დაკარგვას და ამ თემებზე საუბარს არ ვაპირებ, არც არავისთან დაპირისპირების და ბრალდებების რეჟიმში ჩადგომას არ ვგეგმავ, როგორც ჩვევიათ ლეიბორისტებისგან წამოსულ ყოფილ წევრების უმეტესობას. პირიქით, უამრავი ახლობელი და მეგობარი ადამიანი მრჩება აღნიშნულ პარტიაში, რომლებსაც მხოლოდ წარმატებას და მეტ გამბედაობას, პრინციპულობას ვუსურვებ !

რა ვქნა, უბრალოდ დავშორდი იდეურად, შინაარსობრივად, აზრობრივად პარტიულ ხელმძღვანელობას, როგორც შიდა პარტიულ, ისე ზოგადად პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში!
ვრჩები ბორჯომის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად ჯერჯერობით, დრო გვიჩვენებს “ალალსაც და მართალსაც”!
ბრძოლა გრძელდება!

Facebook Comments
x

Check Also

სამი ძირითადი რეკომენდაცია გათვალისწინებულია და სათანადოდაა ასახულია დოკუმენტში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ...