Home » მთავარი » ბელარუსში საპროტესტო აქციისას კიდევ ერთი მონაწილე დაიღუპა

ბელარუსში საპროტესტო აქციისას კიდევ ერთი მონაწილე დაიღუპა

ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი გრძელდება. დემონსტრანტები ლუკაშენკოს მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

პროტესტი კვლავ სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გრძელდება.

ბიბისის ინფორმაციით ბელარუსში, ქალაქ გომელში, საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, მას გულის პრობლემები ჰქონდა და აქციაზე დაკავების შემდეგ, პოლიციის ფურგონში რამდენიმე საათი გაატარებინეს.

ეს მამაკაცი  აქციების დაწყების შემდეგ, მეორე დაღუპული დემონსტრანტია.

https://www.bbc.com/news/world-europe-53760453

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა უკვე გააკეთა განცხადება ბელორუსიაში შექმნილი მდგომარეობის გამო და თქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები.

ანალოგიური მოთხოვნით მინსკში ქელების აქციაც გაიმართა.

ქალების აქცია მინსკში

საპროტესტო აქციები ქვეყანაში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ცესკოს მონაცემებით, კვლავ ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა.

ბელორუსიის პრეზიდენტობის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ლიტვაში გადავიდა.

“დავრჩი “სუსტ ქალად” – ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ლიტვაში გადავიდა

Facebook Comments
x

Check Also

“დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს სორის სამხედრო დაპირისპირებათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით ...