Home » მთავარი » 6 სულს 366 ლარი თვეში რა კომბინაციებით უნდა ეყოს ვერ ვხვდები?!.

6 სულს 366 ლარი თვეში რა კომბინაციებით უნდა ეყოს ვერ ვხვდები?!.

F-news

გიორგი ჩახაია

ფინანსისტი. პარტია „ზვიადის გზა“

-ზოგიერთმა შესაძლოა იცის მაგრამ, ვინც არ იცის მინდა თქვენც იცოდეთ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩემო კარგო ადამიანებო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ბოლო მონაცემით, საქართველოში 6 სულიანი და მეტი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი დადგინდა 366 ლარი.

ხომ უნდა “გადაახიო” თავზე ეს 366 ლარი პრემიერსაც, ჯანდაცვის მინისტრსაც, ფინანსთა მინისტრსაც და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსსაც!

მეტს რომ თავი დავანებოთ, 6 სულს 366 ლარი თვეში რა კომბინაციებით უნდა ეყოს ვერ ვხვდები?! ანუ ბავშვს რომ საჭმელი მოუნდება ჩუპა-ჩუპსები უნდა უყიდონ?!

საჯაროა  მონაცემები სახელმწიფო კომპანიების თანამდებობის პირების მიერ მიღებულ შრომის ანაზღაურებებზე, სადაც საუბარია რაღაც „ასტრონომიულ“ თანხებზე – 100, 200, 300 ათასებზე.

აი დავუშვათ 2013 წელს, სს “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ, 323 250 ლარის შემოსავალი მიიღო.

თქვენ წარმოიდგინეთ რამდენად სულელურია სახელმწიფო სახელფასო პოლიტიკა რომ, ერთ თანამდებობის პირს აქვს შემოსავალი 323 250 ლარი, ანუ თვეში 26 937 ლარი, როდესაც არათუ თვეში, არამედ წელიწადში რომ გაქვს 26 937 ლარი, კარგ ანაზღაურებად ითვლება და, ზოგიერთ ადამიანს საბიუჯეტო ორგანიზაციებში კი აქვთ ასჯერ ნაკლები ხელფასი, ანუ 269 ლარი.

სახელმწიფო საბავშვო ბაღის პედაგოგის ხელფასი არის 269 ლარი თვეში, ხოლო სახელმწიფო კომპანიის დირექტორის კი 26 937 ლარი, ანუ 100-ჯერ მეტი.
დაახლოებით რომ დავიანგარიშოთ, ამ კომპანიის დირექტორი 1 დღეში იღებს პედაგოგის 3 თვის გასამრჯელოს. კიდევ უფრო მეტს.

ეს არის საოცარი ქვეყანა, საოცარი წესებით.

Facebook Comments
x

Check Also

სამი ძირითადი რეკომენდაცია გათვალისწინებულია და სათანადოდაა ასახულია დოკუმენტში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ...