Home » მთავარი » „ლელო“ რომ ასეთ მწვავე კრიტიკას იმსახურებს, ე.ი. ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ რეალურ კონკურენტად მიიჩნია“.

„ლელო“ რომ ასეთ მწვავე კრიტიკას იმსახურებს, ე.ი. ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ რეალურ კონკურენტად მიიჩნია“.

„ევროპული საქართველოდან“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიასა და ოპოზიციური პარტიების შეფასებებს „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვაკის საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით „ლელოსა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის რამე სახის პოლიტიკური შეთანხმება ან დაპირება არ ყოფილა.

„ალბათ, „ლელო“ ერთადერთია იმ პარტიებს შორის, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, არჩევნებში მოსახლეობის ის ნაწილი გამოიყვანოს, რომელიც გარკვეულწილად, ნიჰილისტურად არის განწყობილი „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შექმნილი ორპულოსიანობის გამო. „ლელოს“ განაცხადი, რომ ყველა საარჩევნო ოლქში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს, განპირობებულია იმით, რომ რეალურად, მოსახლეობას სჭირდება ახალი, ძლიერი, ალტერნატიული პოლიტიკური ძალა. „ლელოს“ ადამიანური რესურსი, პოლიტიკური შინაარსი და პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ გახდეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ლიდერი პარტია. ვინაიდან, „ლელო“ ასეთ მწვავე კრიტიკას იმსახურებს, როგორც ჩანს, ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ რეალურ კონკურენტად უკვე მიიჩნია და მას ძლიერ კონკურენტად განიხილავს. რაიმე სახის პოლიტიკური შეთანხმება და დაპირება „ლელოსა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის არ ყოფილა და შესაბამისად, კრიტიკა ცოტა თითიდან გამოწოვილია. ამომრჩეველი კონკურენციას ელოდება. თავად ის პიროვნება ვარ, რომელიც ყველა სფეროში, მათ შორის პოლიტიკაში, მხოლოდ კონკურენციის შედეგს ვაღიარებ. რაც უფრო მწვავე იქნება კონკურენცია, მით უფრო საინტერესო იქნება ამომრჩევლისთვის,  ვინაიდან, „ლელო“ ასეთ მწვავე კრიტიკას იმსახურებს, როგორც ჩანს, ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ რეალურ კონკურენტად უკვე მიიჩნია“– განაცხადა კობერიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

სამი ძირითადი რეკომენდაცია გათვალისწინებულია და სათანადოდაა ასახულია დოკუმენტში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ...