Home » მთავარი » დუშეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა

დუშეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა

დუშეთში კორონავირუსით დაინფიცირების 1 შემთხვევა დადასტურდა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა თამარ ანდრიაშვილმა GMTV-თან საუბარში განაცხადა, შემთხვევა დადასტურდა და ახლა შესაძლო კონტაქტები დგინდება.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ექიმი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოვიდთან ბრძოლის მთავარი სპეციალისტი გიორგი ასლამაზიშვილი მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავემული რეკომენდაციები, დაიცვან დისტანცია და ჰიგიენის წესები.

-მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, დაიცვან რეკომენდაციები, გაუფრთხილდნენ თავიანთ და სხვის ჯანმრთელობას-გვითხრა ასლამაზიშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

სამი ძირითადი რეკომენდაცია გათვალისწინებულია და სათანადოდაა ასახულია დოკუმენტში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ...