Home » მთავარი » გამოდიან და გვიყვებიან ზღაპრებს, ბრბოდ, უწიგნურებად გვთვლიან!..

გამოდიან და გვიყვებიან ზღაპრებს, ბრბოდ, უწიგნურებად გვთვლიან!..

ამირან სალუქვაძე

პირდაპირ და ღიად აღიარებენ იმას, რის გამოც ადრე სხვებს საყოველთაო დევნას უწყობდნენ. ამავე დროს უტიფარად გვიმტკიცებენ ამ რეზოლუციის სარგებელს, რომელზეც ხელის მოწერის გამო მათი ლანდი აღარ უნდა იყოს პოლიტიკაში. ეს სულ მცირე.

 ჯერ ყურადღებით წაიკითხეთ ევროსაბჭოს რეზოლუციის 1633 მე-5 პუნქტი რას გვეუბნება, შემდეგ განვმარტოთ:

“მუხლი 5. თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის
გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი
მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც
სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის
არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა
მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და
საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი
საშუალებებით.”

წყარო:
https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSea…/DisplayDCTMContent…

რა მივიღეთ ამ რეზოლუციით:

დაფიქსირდა, რომ რუსეთი ოკუპანტია, როგორც ბაქრაძე აღნიშნავს? რის ფასად?

აი რის ფასად:

1. საქართველოს ბრალდება კონფლიქტის ესკალაციის ახალ, სრულმასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში გადაყვანა;

2. საქართველოს ბრალდება ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა;

3. საქართველოს ბრალდება კასეტური ბომბების გამოყენება;

4. საქართველოს ბრალდება სამოქალაქო მოსახლეობისათვის საფრთხის შექმნა;

5. საქართველოს ბრალდება არაპროპორციული ძალის გამოყენება;

6. იმის მიუხედავად, რომ ეს ხდებოდა ჩვენს ტერიტორიაზე, საქართველოს ბრლადება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და
საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევა, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი
საშუალებებით.

აი ეს ყველაფერი აღნიშნული რეზოლუციით ევროსაბჭომ დაგვაბრალა ჩვენ, რაზეც ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა.

შეგახსენებთ, რუსეთს რეზოლუციაზე ხელი არ მოუწერია. ჩვენც რომ არ მოგვეწერა ხელი, ევროსაბჭო ამ რეზოლუციას მაინც მიიღებდა. ამას დაგიდასტურებთ ევროსაბჭოს ნებისმიერი წარმომადგენელი.

ჩვენ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, რათა რეზოლუციაში ასეთი მძიმე ბრალდებები არ ასახულიყო.

ახლა გამოდიან და გვიყვებიან ზღაპრებს, ბრბოდ, უწიგნურებად გვთვლიან.

ამ რეზოლუციის ხელმომწერები წლებია სხვებს აბულინგებენ ომის დაწყების თემაზე. ომის დაწყება კი არაა პრობლემა. ჩვენ გვქონდა და გვაქვს უფლება ჩვენს ტერიტორიაზე ვაწარმოოთ სამხედრო მოედებები, მაგრამ ჩვენ აღებული ვალდებულებების დარღვევაზე ჩვენით მოვაწერეთ ხელი. ასევე ხელი მოვაწერეთ კასეტური ბომბების გამოყენებას, რასაც გაერო 1980 წლიდან ებრძვის. უამრავ შეთანხმებასთან და კონვენციასთან ერთად, 2008 წლის მაისში, დუბლინში, ხელი მოეწერა კონვენციას კასეტური ბომბების შესახებ და ა.შ.

ახლა მითხარით, იმის ნაცვლად, რომ ბოდიშს იხდიდნენ, აქვთ თუ არა უფლება ისევ ხელისუფლებაში მოსვლაზე ჰქონდეთ პრეტენზია?

გაჩუმდნენ მაინც, ჩვენ ხომ არ ვახსენებთ?!

ამიტომ ვწერ წლებია: 2008 წლის მოვლენები ახლიდანაა შესასწავლი და შესაფასებელი.

🔴 პირდაპირ და ღიად აღიარებენ იმას, რის გამოც ადრე სხვებს საყოველთაო დევნას უწყობდნენ. ამავე დროს უტიფარად გვიმტკიცებენ ამ რეზოლუციის სარგებელს, რომელზეც ხელის მოწერის გამო მათი ლანდი აღარ უნდა იყოს პოლიტიკაში. ეს სულ მცირე.⭕ ჯერ ყურადღებით წაიკითხეთ ევროსაბჭოს რეზოლუციის 1633 მე-5 პუნქტი რას გვეუბნება, შემდეგ განვმარტოთ:"მუხლი 5. თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვისგაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარიმოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაცსერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალისარაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდამისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა დასაქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანისაშუალებებით."წყარო:https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=090000168008eb50რა მივიღეთ ამ რეზოლუციით:დაფიქსირდა, რომ რუსეთი ოკუპანტია, როგორც ბაქრაძე აღნიშნავს? რის ფასად?აი რის ფასად:1. საქართველოს ბრალდება კონფლიქტის ესკალაციის ახალ, სრულმასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში გადაყვანა;2. საქართველოს ბრალდება ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა;3. საქართველოს ბრალდება კასეტური ბომბების გამოყენება;4. საქართველოს ბრალდება სამოქალაქო მოსახლეობისათვის საფრთხის შექმნა;5. საქართველოს ბრალდება არაპროპორციული ძალის გამოყენება;6. იმის მიუხედავად, რომ ეს ხდებოდა ჩვენს ტერიტორიაზე, საქართველოს ბრლადება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა დასაქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევა, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანისაშუალებებით.აი ეს ყველაფერი აღნიშნული რეზოლუციით ევროსაბჭომ დაგვაბრალა ჩვენ, რაზეც ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა.შეგახსენებთ, რუსეთს რეზოლუციაზე ხელი არ მოუწერია. ჩვენც რომ არ მოგვეწერა ხელი, ევროსაბჭო ამ რეზოლუციას მაინც მიიღებდა. ამას დაგიდასტურებთ ევროსაბჭოს ნებისმიერი წარმომადგენელი.ჩვენ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, რათა რეზოლუციაში ასეთი მძიმე ბრალდებები არ ასახულიყო.ახლა გამოდიან და გვიყვებიან ზღაპრებს, ბრბოდ, უწიგნურებად გვთვლიან.ამ რეზოლუციის ხელმომწერები წლებია სხვებს აბულინგებენ ომის დაწყების თემაზე. ომის დაწყება კი არაა პრობლემა. ჩვენ გვქონდა და გვაქვს უფლება ჩვენს ტერიტორიაზე ვაწარმოოთ სამხედრო მოედებები, მაგრამ ჩვენ აღებული ვალდებულებების დარღვევაზე ჩვენით მოვაწერეთ ხელი. ასევე ხელი მოვაწერეთ კასეტური ბომბების გამოყენებას, რასაც გაერო 1980 წლიდან ებრძვის. უამრავ შეთანხმებასთან და კონვენციასთან ერთად, 2008 წლის მაისში, დუბლინში, ხელი მოეწერა კონვენციას კასეტური ბომბების შესახებ და ა.შ.ახლა მითხარით, იმის ნაცვლად, რომ ბოდიშს იხდიდნენ, აქვთ თუ არა უფლება ისევ ხელისუფლებაში მოსვლაზე ჰქონდეთ პრეტენზია?გაჩუმდნენ მაინც, ჩვენ ხომ არ ვახსენებთ?!ამიტომ ვწერ წლებია: 2008 წლის მოვლენები ახლიდანაა შესასწავლი და შესაფასებელი.

Gepostet von Amiran Salukvadze am Freitag, 14. August 2020

Facebook Comments
x

Check Also

პარტიების საარჩევნო ნომრები ცნობილია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და ...